ხელისუფლება ოპოზიციას აქციას უწყობს - შეკრების ადგილი "თავისუფლების მოედანია"
მმართველი პარტია დღეს, 27 ოქტომბერს, ოპოზიციის კონტრაქციას 17:00 საათზე გამართავს. აქტივისტების მობილიზება ყველა რეგიონში გამოცხადდა. რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით ხალხის ჩამოყვანა ფულის სანაცვლოდ იგეგმება. არსებული ინფორმაციით, "ოცნება" სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს დედაქალაქში 27 ოქტომბრის აქციისთვის ხალხის ტრანსპორტირებას აიძულებს. ზეწოლას ახდენენ ავტოსადგურების მფლობელებზეც.
ხალხის მობილიზება ხდება აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სხვა რეგიონებში. "ტვ პირველის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ,,ქართული ოცნება" მოქალაქეებს აქციაზე მისვლისთვის 50 ლარს უხდის.