"ოცნება" ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება - ქალაქის ცენტრი პარალიზებულია
"გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე" - "ქართული ოცნება" ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება. ქალაქის ცენტრი პარალიზებულია. ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციის გამო გადაკეტილია ქუჩები, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.
მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ აქციაზე ხელისუფლებას ქუჩაში მესაფლავეები, პედაგოგები, საჯარო მოხელეები და ბაღის აღმზრდელები რეგიონებიდანაც ჩამოჰყავს. საჯარო სექტორში დასაქმებულების ნაწილი აქციაზე მმართველ გუნდს იძულებით, ნაწილი კი თანხის სანაცვლოდ გაყავს.
თბილისისკენ რეგიონებიდან მიკროავტობუსების კოლონები მოემართება.
დედაქალაქის მთავარ მოედანზე "ოცნების" ლიდერები ზუსტად 6 საათში მივლენ. აქციას არ დაესწრება ბიძინა ივანიშვილი. როგორც ჩანს, გადამწყვეტი არჩვნების წინ ღარიბაშვილი-კობახიძის ხელისუფლება ივანიშვილმა მიატოვა.