თბილისის ცენტრი პარალიზებულია - პოლიციამ ქუჩები ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრა
თბილისის ცენტრი შემოღობილია - საგანგებოდ ოპოზიციის კონტრაქტიისთვის, პოლიციამ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და მიმდებარე ჩიხები ყვითელი ლენტებით და რკინის ჯებირებით შემოსაზღვრა.
ადგილებს წინასწარ უკავებენ რეგიონებიდან "ქართული ოცნების" აქციაზე ჩამოყვანილ მიკროავტობუსებს და მანქანებს. მთელი თბილისის პოლიცია კი ახლა პარტიული ღონისძიების დაცვაზეა გადართული, დგანან ყველა შემოღობილ ადგილთან და რიგით მოქალაქეებს საპარკინგე ადგილებზე გაჩერების უფლებას არ აძლევენ. ამას ემატება ისიც, რომ ქუჩები მანქანებით გადატვირთულია და დღეს თბილისს სრული სატრანსპორტო ქაოსი ელოდება.