საყვარელთან ერთად მივდივარ! - ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება აჭარაში

27.10.21 11:26
საყვარელთან ერთად მივდივარ! - ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება აჭარაში

თბილისის გარდა პარალიზებულია რეგიონებიც. გაჩერებულია სკოლები და საჯარო სამსახურები. საჯარო სექტორი "ოცნებას" თბილისში დაგეგმილ აქციაზე მოჰყავს. აჭარიდან დედაქალაქის მიმართულებით დილიდან დაიძრნენ ე.წ. ხაზის მიკროავტობუსები, რომელიც მმართველმა გუნდმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაიქირავა. 

ადგილზე ,,ტვ პირველის" გამოჩენისას მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი დაიმალა, ნაწილმა კი "ქართული ოცნების" ლოგო, რომელიც მიკროავტობუსზე იყო მიმაგრებული, გადამალა.

ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას დედაქალაქში დაგეგმილ აქციაზე მიჰყავს, დილის 5 საათზე სტადიონთან შეიკრიბნენ. 

საქეიფოდ მივდივარ, ბაბუა, ოზურგეთში! თამადად უნდა ვიყო და უნდა მივიდე. მოთელვა უნდა გავაკეთო და მერე უნდა გავაგრძელო იქანე. საყვარელთან ერთად მივდივარ, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.