ილია მართალის დაბადების დღეა და მივდივართ! - დედაქალაქის მიმართულებით მიკროავტობუსები ქუთაისიდანაც დაიძრნენ
ქუთაისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერების და საჯარო მოხელეეების მობილიზება სპორტის სასხლესთან დილიდან დაიწყო. ავტოკოლონები თბილისის მიმართულებით უკვე გაემართნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი აცხადებდა, რომ აქციაზე უკეთესი მომავლისთვის მიდიოდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც უბრალოდ არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ, ან ფაქტს მალავდნენ.
ილია მართალის დაბადების დღეა და მივდივართ მის საფლავზე შესანდობარის სათქმელად და სანთლების დასანთებად, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.