ვაპროტესტებთ მიშას! - საჯარო მოხელეები თბილისში აქციაზე სამეგრელოდანაც მოემართებიან
"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის გასაპროტესტებლად საჯარო მოხელეები თბილისში სამეგრელოდანაც გამოემართნენ . "ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე რეგიონში ხალხის მობილიზება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახდინეს. ავტოკოლონები სამეგრელოდან რამდენიმე საათის წინ დაიძრნენ.
მივდივართ მშვიდობიან აქციაზე, ვაპროტესტებთ მიშას, მომავალი გვინდა, უკეთესი რომ იყოს! - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ისევე როგორც სხვა რეგიონებში, ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების მობილიზება სამეგრელოშიც განახორციელა.