მოსალოდნელია პროვოკაციები, მათ შორის, მედიის მხრიდან - მამუკა მდინარაძე

27.10.21 13:18
მოსალოდნელია პროვოკაციები, მათ შორის, მედიის მხრიდან - მამუკა მდინარაძე

მოსალოდნელია, რომ პარტიული აქტივისტების და სამწუხაროდ, მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც, იყოს პროვოკაციები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ კონკრეტული მედიასაშუალებები სიცრუის ტირაჟირებაში, საზოგადოების ბულინგსა და დევნაში დაადანაშაულა.

მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტების და სამწუხაროდ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა ყველა ჩვენს მხარდამჭერს ვთხოვ და მოგიწოდებთ, ნუ აყვებნით ამ მდარე პროვოკაციებს. მე გულწრფელად გთხოვთ განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ მედიებს, რომ თავი დაანებოთ ამ ხალხის დევნას, ბულინგს, ქალბატონი ვნახე წეღან ვიღაც მთავრობის გადადგომას ითხოვდა, სადღაც ჩაწერეთ... წარმოუდგენელი ამბავია. ნუ დასცინით ამ ხალხს, ადამიანი, რომელიც ვერ არის რაღაცაში გარკვეული, სადღაც რომელიღაც რაიონში წააწყდით და სად მიდიხართ ჰკითხეთ და აბულინგებთ და დასცინით, არ არის სწორი საქციელი. გუშინ რაღაცა პროფესიებზე დაიწყეთ ხუმრობები და ქილიკი, შემდეგ ზოგს „მეტადონშიკებს“ ეძახით, შემდეგ სსიპ-ის და და აიპ-ების თანამშრომლებს უკრძალავთ აქციაზე ჩამოსვლას, თუ სინი შვებულებაშ არიან, მაინც. ნუ აკეთებთ ამას, - განაცხადა მდინარაძემ. 

 "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას აპროტესტებს და დღეს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს.