პანაშვიდზე მივდივართ "ნაცების" - მოქალაქე შიდა ქართლიდან
"ქართული ოცნების" აქციაზე წამსვლელი მოქალაქე შიდა ქართლიდან ამბობს, რომ "ნაცების" პანაშვიდზე" მიდის.
"ქართული ოცნების" შემაჯამებელ აქციაზე მივდივარ, რომ შაბათს, ხომ იცი, რაც მოხდება, არა? დღეები გეთვლებათ, რომ გამოასვენებენ-ხოლმე მიცვალებულს. პანაშვიდეზე მივდივართ "ნაცების", - განაცხადა მარეხ ყამბეგაშვილმა, რომელსაც საზოგადოება ცნობილი ვიდეოთი "ტატამია-ტატამით" გახდა.
"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას აპროტესტებს და დღეს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს. ხელისუფლებას მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებულები დედაქალაქში აქციაზე დასაწრებად შანტაჟითა და მოსყიდვით ჩამოჰყავს.