ჩემი სიცოცხლე არის კითხვის ნიშნის ქვეშ! - რა უთხრა სააკაშვილმა უკრაინის სახალხო დამცველს
მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად სუსტდდება - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ, რუსთავის ციხესთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ ის პუტინის პატიმარია. ლუდმილა დენისოვამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს პატიმრობისას ოთხი კრიზისული პერიოდი ჰქონდა.
ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, სააკაშვილმა მასთან შეხვედრისას თქვა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
ჩემი სიცოცხლე არის კითხვის ნიშნის ქვეშ, სააკაშვილი თვლის, რომ ის არის პუტინის პატიმარი. მან თქვა, რომ არ უნდა, დააზიანოს უკრაინა და სისხლისღვრა საქართველოში. რაც შეეხება პროცესუალურ დარღვევას, ჩვენ განვიხილეთ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები. ის მოითხოვს ამ სისხლის სამართლის საქმეების საჯარო განხილვას სასამართლოში, მაგრამ სასამართლოს მიერ ხდება ამ მოთხოვნის იგნორირება.
არ ხდება უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა, სადაც ის შეძლებს საკუთარი თავის დაცვას.
ის ვერ სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც არის ევროკონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა. ასევე ირღვევა გონივრული ვადის სტანდარტი - 8 წელი სისხლის სამართლის საქმის განსახილველად არ არის გონივრული ვადა"- განაცხადა ადვოკატმა.