გადაინაცვლეს ბაზრობებზე, ქუჩა-ქუჩა ეძებენ ხალხს - გიგა შუშანია "ოცნებაზე"

27.10.21 13:49
გადაინაცვლეს ბაზრობებზე, ქუჩა-ქუჩა ეძებენ ხალხს - გიგა შუშანია "ოცნებაზე"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიგა შუშანია, ამბობს, რომ ხელისუფლება დედაქალაქში დაგეგმილი აქციისთვის ხალხს ქუჩა-ქუჩა ეძებს. მისი თქმით, აღნიშნული აქცია "ქართული ოცნების" დასასრული იქნება. 

„ქართული ოცნება“ ცდილობს, ახლა სრული მობილიზება გააკეთოს საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანების, არ დატოვეს არც ერთი მეხანძრე, ობიექტებზე არც ერთი მუშა, დასუფთავების არც ერთი თანამშრომელი, მესაფლავეები, ყველას წაყვანას ფიქრობენ, მაგრამ იმის გამო, რომ საჯარო სამსახურში მაინც პრობლემა შეექმნათ და ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს წასვლაზე, ახლა გადაინაცვლეს ბაზრობებზე, ავტოსახელოსნოებში, დარბიან ქუჩა-ქუჩა, გუშინ 50 ლარს სთავაზობდნენ ერთ ადამიანს, დღეს 100-150 ლარზე არიან ასული, ოღონდ როგორმე ეს ადამიანები მოკრიბონ, მაგრამ მინდა გითრათ, რომ ეს აქცია იქნება „ქართული ოცნების“ დასასრული, - განაცხადა გიგა შუშანიამ.