სააკაშვილი ფიქრობს, რომ ციხის საავამდყოფო არ იქნება უსაფრთხო მისთვის - უკრაინის სახალხო დამცველი

27.10.21 14:07
სააკაშვილი ფიქრობს, რომ ციხის საავამდყოფო არ იქნება უსაფრთხო მისთვის - უკრაინის სახალხო დამცველი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თვლის, რომ ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია მისი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია - სააკაშვილმა ეს პოზიცია უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას,  რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში დაუფიქსირა. 

როგორც ომბუდსმენმა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ციხის საავადმყოფო საქართველოს სახალხო დამცველმაც შეისწავლა და დაადგინა, რომ ის მოთხოვნებს არ პასუხობს. 

ორ დღეში ერთხელ უკეთებენ ანალიზებს. დღეს მას გაუკეთეს ანალიზები, ჩემთან შეხვედრის შემდეგ ის ისევ ხვდება ექიმს. ჩამოვიდა უკრაინელი მედიკოსი, მე იმედი მაქვს, რომ დღეს, ან ხვალ დილით ის შეძლებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას და სამედიცინო შემოწმების ჩატარებას.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცოლე არის კთხვის ნიშნის ქვეშ! ის თავს პუტინის პატიმრად მიიჩნეს.  ამბობს, რომ არ უნდა, დააზიანოს უკრაინა და არ დაუშვას სისხლისღვრა საქართველოში. სააკაშვილი გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს ასე არ მოხდეს"- განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა. 

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ის მოშიმშილე პატიმრის კლინიკა ვივა-მედში" გადაყვანას ითხოვს: 

არსებობს შეთანხმება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და კლინიკა "ვივა მედს" შორის და  ვითხოვ მის გადაყვანას ამ კლინიკაში. მე მაქვს ინფორმაცია, რომ 600 -მდე პატიმარს ამ სამედიცინო ცენტრში აღმოუჩინეს დახმარება"- განაცხადა დენისოვამ. 

უკრაინის სახალხო დამცველმა რუსთავის ციხესთან მოშიმშილე პატიმრის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაღვევას, ჩვენ განვიხილეთ მასთან ერთად სისხლის სამართლის საქმეები, რომელშიც მსჯავრდებული და ბრალდებულია ის.

არის ორი საქმე, სადაც ძალაშია შესული განაჩენი და ორი საქმე, რომელიც ჯერ სასამართლო განხილვის პროცესშია. ის მოითხოვს, რომ დაიწყოს ამ საქმეების საჯარო განხილვა. სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ ხდება მისი უფლებების იგნორირება და არ ინიშნება სასამართლო პროცესები, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილმა შეძლოს სასამართლოში საკუთარი თავის დაცვა. ირღვევა ევროკონვენციის მეექვსე მუხლი, რაც სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობას გულისხმობს, დაღვეულია ასევე საქმის განხილვის გონივრული ვადები, გონივრულ ვადად ვერ ჩაითვლება 8 წლიანი განიხლვა სასამართლოში -  თქვა მან.