მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე საქართველოში არ შემოუშვეს
მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატის შემდეგ საქართველოში არც მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელს, მარია ბარაბაშს, მის მოადგილეს, იუგენი სუშენკოს უშვებენ. უკრაინელი პოლიტიკოსები კიევიდან ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდნენ.
გარდა ამისა, საქართველოში დღეს რადას დეპუტატები იულია კლიმენკო, ალექსანდრ კოვალჩუკი, ასევე ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, ალისია ბაცმანი, ჩამოვიდნენ.