საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული ბრიგადები სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრების აღდგენას ვერ შეძლებენ - უკრაინის სახალხო დამცველი
მიხეილ სააკაშვილის ჰქონდა 4 კრიზი, ორი ჰიპერტონიული და ორი სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ, განაცხადა.
მისი თქმით, ორჯერ დაეცა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაჩვენებლები.
კოლონიის ეზოში მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა, მაგრამ მათ შეუძლიათ მხოლოდ სისხლის გადასხმა და გულის მასაჟი, თუ საჭირო იქნება შიმშილობის 27-ე დღეს სასიცოცხლო პარამეტრების აღდგენა, ისინი მას ვერ შეძლებენ და შესაძლოა, საავადმყოფომდეც ვერ მიასწრონ. მიხეილ სააკაშვილი არ გადავა ციხის საავადმყოფოში, ის თვლის, რომ იქ არ არის უსაფრთხო გარემო მისი სიცოცხლისთვის, ეს ერთი და მეორე, როგორც ჩემი კოლეგის, საქართველოს სახალხო დამცველის, დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ საავადმყოფოში არ არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გამოსაყვანად, საუბარია შიმშილობის ოცდამეშვიდე დღეზე მყოფ პაციენტზე. ის არ გადავა ციხის საავადმყოფოში არც იმ შემთხვევაში, თუ მას იძულებით გადაიყვანენ - განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.