სააკაშვილის საქმეში დადგენილია ევროკონვენციის მუხლების დარღვევა! - უკრაინის სახალხო დამცველი

27.10.21 14:33
სააკაშვილის საქმეში დადგენილია ევროკონვენციის მუხლების დარღვევა! - უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან რუსთავის ციხეში  შეხვედრის შემდეგ პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ევროკონვენციის მუხლები დარღვეულია. 

ლუდმილა დენისოვამ მედიას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს, რომელსაც უკრაინაში აკრედიტებულ ელჩებსა და ევროპარლამენტარებს გადასცემს.

ომბუდსმენის თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტს ჩააყენებს საქმის კურსში.

არის ორი საქმე, სადაც ძალაშია შესული განაჩენი და ორი საქმე, რომელიც ჯერ სასამართლო განხილვის პროცესშია. ის მოითხოვს, რომ დაიწყოს ამ საქმეების საჯარო განხილვა. სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ ხდება მისი უფლებების იგნორირება და არ ინიშნება სასამართლო პროცესები, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილმა შეძლოს სასამართლოში საკუთარი თავის დაცვა. ირღვევა ევროკონვენციის მეექვსე მუხლი, რაც სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობას გულისხმობს, დაღვეულია ასევე საქმის განხილვის გონივრული ვადები, გონივრულ ვადად ვერ ჩაითვლება 8 წლიანი განიხლვა სასამართლოში -  განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.