ეს არის უდიდესი სკანდალი, ჩვენ უკვე ვაცნობეთ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისს - მარია ბარაბაში

27.10.21 14:32
ეს არის უდიდესი სკანდალი,  ჩვენ უკვე ვაცნობეთ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისს - მარია ბარაბაში

"ეს არის უდიდესი სკანდალი" - ამის შესახებ უკრაინის რეფორმების ოფისის ხელმძღვანელმა მარია ბარაბაშმა ტვ პირველთან განაცხადა.  მისი განცხადებით, საქართველოში არ შემოშვების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს ოფისს უკვე აცნობეს. 

ეს არის უდიდესი სკანდალი. ჩვენ უკვე ვაცნობეთ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისს და ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენ ასევე ვუთხარით ამის შესახე საქართველოში უკრაინის საელჩოს. არ მოუწოდებით ჩვენთვის არანაირი არგუმენტი, არანაირი დასაბუთება რატომ ახდენენ ჩვენს დეპორტაციას. ჩვენ ვეცდებით, რომ მივაღწიოთ სამართლიანობას და პირველ რიგშ, ჩვენი მოთხოვნაა, მე როგორც მიხეილ სააკაშვილის ოფისის წარმომადგენელი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში, რადგან მისი სიცოცოხლე არის საფრთხეში და შესაძლოა, ნებისმიერ დროს სააკაშვილის მდგომარეობა გახდეს კრიტიკული,- განაცხადა მარია ბარაბაშმა. 
 

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ტვ პირველთან აცხადებს, რომ დეპორტაციის მიზეზი ქართულ მხარეს უკრაინელი სტუმრებისთვის არ განუმარტავთ. გორდონის თქმით, ისინი საქართველოში კონკრეტული შეხვედრსითვის იყვნენ ჩამოსულები, რათა სხვა და სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე ემსჯელათ. 

მიზეზი ჩვენთის არ უთქვამთ, გვითრეს, რომ ათი დღის განმავლობაში საელჩოს საშუალებით გვაცნობებენ რატომ არ შემოგვიშვეს საქართველოში. მე მქოდნა საქართველოშ ჩამოსვლის ორი მიზანი: პირველი, უნდა მოგვეწყო შეხვედრა, მსიფლუოს რამდენიმე ქვეყნიდან ადამიანები ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ მათ ემსჯელათ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, თემა იყო მიხეილ სააკაშილის პატიმრობა და სწორედ ამ საკითხებთანდ აკავშრბეით გქვონდა ჩვენ მსჯელობა დაგეგმილი. მიხეილ სააკაშილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის ხელისუფლების პოზიცია არის მკაფიო, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს საკუთარ სახლში კიევში, - განაცხადა გორდონმა.

 

უკრაინის რეფორმების ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში, მისი მოადგილე და ასევე, ჟურნალისტი დიმიტრიო გორდონი მეუღლესთან ერთად საქართველოში არ შემოუშვეს. უკრაინელი სტუმრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანვე უკან გააბრუნეს.