როდესაც ჩავალ კიევში, ჩემი ნაბიჯების შესახებ მთელი მსოფლიო გაიგებს - დიმიტრი გორდონი

27.10.21 14:44
როდესაც ჩავალ კიევში, ჩემი ნაბიჯების შესახებ მთელი მსოფლიო გაიგებს - დიმიტრი გორდონი

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოშვების ფაქტით გაოგნებულია. გორდონის თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც ის საიდანმე გააძევეს. ჟურნალისტი მომხდარს დიდ საერთაშორისო სკანდალს უწოდებს და ამბობს, რომ  კიევში დაბრუნების შემდეგ მათი ნაბიჯების შესახებ მთელი მსოფლიო შეიტყობს. 

მე არასდროს მინახავს ჩემს მიმართ ასეთი დამოკიდებულება, როდესაც საიდანმე გამომაძევეს. დიდი იმეგაცრუებაა ჩემთვის, როდესაც მე არ შემიძლია მოვხვდე ჩემს საყვარელო საქართველოში, არ შემიძლია მივესალმო და ჩავეხუტო ჩემს საყვარელ ქართველებს. ეს არის დიდი საერთაშორისო სკანდალი. მე ვწუხვარ, რომ, საქართველოს ხელისუფლება დგამს ასეთ ნაბიჯებს. ახლა ვაპირებ ჩავჯდე თვითმფრინავში და ჩავიდე კიევში და როდესაც ჩავალს კიევში ჩემი ნაბიჯების შესახებ მთელი მსოფლიო გაიგებს, - განაცხადა გორდონმა.