საააკაშვილთან მიმართებით რწმენის და აღმსარებლობის უფლების უხეში დარღვევა ხდება - უკრაინის სახალხო დამცველი

27.10.21 14:55
საააკაშვილთან მიმართებით რწმენის და აღმსარებლობის უფლების უხეში დარღვევა ხდება - უკრაინის სახალხო დამცველი

საქართველოს ხელისუფლება და პენიტენციური სამსახური უპრეცენდენტო სკანდალში ეხვევა - საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით,  რწმენის და აღმსარებლობის უფლების უხეში დარღვევა გამოავლინა. 

მისი თქმით, მოშიმშილე პატიმართან იმ სასულიერო პირებს უშვებენ, რომლებიც ადმინისტრაციას უნდა. 

რაც შეეხება იძულებითი კვების შესაზლებლობას ლუდმილა დენისოვამ ციხის ადმინისტრაციას ევროკონვენციის მესამე მუხლი შახსენა: 

სააკაშვილი წინააღმდეგია იძულებითი კვების, იუსტიციის სამინსიტროს პროტოკოლის თანახმად, ციხის ექიმს, რომელიც დაადგენს, რომ პატიმრის მდგომარეობა მძიმდება, შეუძლია შეკრიბოს ექიმთან ჯგუფი და მიიღოს კოლეგიური გადაწყვეტილება იძულებითი კვების შესახებ, მაგრამ არსებობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს რომ მოშიმშილე პატიმრის იძულებითი კვება, ეს არის ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა და ევროსასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა ვრცელდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებზე. 

მიხეილმა თქვა, რომ ის არის იძულებით კვების წინააღმდეგი და არ შეიცვლის პოზიციას. მე ვარ უკრაინის რადას უფლებამოსილი წარმომადგენელი ადამიანების უფლებების დაცვის საკითხებში,  შემიძლია გითხრათ, რომ სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც გამოიხატება სამედიცინო მომსახურების მიღებაში...

პროცესუალური ნორმების დარღვევაში, ასევ ხდება რწმენის და აღმსარებლობის უფლების უხეში დარღვევა. სააკაშვილთან მოჰყავთ ის მღვდლები, ვინც მათ უნდათ. უკრაინაში ჩასვლისთანავე ამ ამბავს მივიტან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან.  დავწერ დასკვნას ევროპარლამენტისთვის, სადაც ავხსნი ყველაფერს, რაც ვნახე საკუთარი თვალებით"- აცხადებს სახალხო დამცველი. 

მსგავსი სიახლეები