ვფიქრობ, უკრაინის რეაქცია იქნება - რადას დეპუტატი უკრაინელი ჟურნალისტების საქართველოში არშემოშვებაზე

27.10.21 15:14
ვფიქრობ, უკრაინის რეაქცია იქნება - რადას დეპუტატი უკრაინელი ჟურნალისტების საქართველოში არშემოშვებაზე

ვფიქრობ, უკრაინას რეაქცია იქნება - უმაღლესი რადას დეპუტატი საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არშემოშვების ფაქტს ,,ტვ პირველთან" აფასებს. იულია კლიმენკოს თქმით, მის ქვეყანას საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და არ არის სასურველი, ასეთი ფაქტით ეს ურთიერთობა გაუარესდეს.

ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ შემოუშვეს საქართველოში, ამ ეტაპზე შემოშვებაზე უარს ეუბნებიან 2 უკრაინელ ჟურნალისტსა და 2 სამოქალაქო აქტივისტს, რომლებიც იმყოფებიან საპასპორტო სამსახურში. ჯერ არ ვიცით, ვის შემოუშვებენ. 

არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვება სწორი გადაწყუვეტილება იყოს. რადგან გორდონს აქვს უფლება, გააკეთოს რეპორტაჟი საქართველოს შესახებ, ის ატარებს კონფერენციას. ის საქართველოში არ ჩამოდის პოლიტიკური ჟურნალისტური გამოძიების ჩასატარებლად. მას უნდა ჰქონოდა კონფერენცია 3 დღის განმავლობაში. ცხადია, რომ ეს კონფერენცია ჩაიშლება. არ არის სწორ ნაბიჯი, არ შემოუშვა ქვეყანაში ჟურნალისტებიუ თუნდაც ესენი იყვნენ ის ჟურნალისტები, რომლებიც მხარს უჭერენ ოპოზიციას. 

ვფიქრობ, რეაქცია იქნება, რადგან ჩვენ გვსურს მეგობრობა საქართველოსთან და ქართველ ხალხთან. უკრაინა და საქართველო არიან მეგობრული სახელმწიფოები. არ გვინდა, რომ ასეთმა ფაქტებმა ურთიერთობა გააფუჭონ. გორდონი არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელს მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტია და ჩვენ გვინდა, რომ თავისუფალი სიტყვა იყოს საქართველოშიც - განაცხადა ,,ტვ პირველთან" ინტერვიუში რადას დეპუტატმა.