"ოცნების" კონტრაქცია - თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები უკვე იკრიბებიან
"გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!" - თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ლიდერები, მათი მხარდამჭერები და რეგიონებიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები უკვე იკრიბებიან. ადგილზე მისულების ნაწილმა არ იცის, რისთვის იმყოფება ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე.
არ ვიცი, რისთვის ვარ. ჩემმა დირექტორმა მომიყვანა ნინოწმინდის სკოლიდან, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეების ნაწილი არ მალავს, რომ თბილისში ადგილობრივი მთვარობის დავალებით ჩამოვდინენ.
ჩხოროწყუდან ჩამოვედით, უფროსობამ ჩამოგვიყვანა. უნდა მოვსულიყავით. დიასახლისი ვარ, პენსიონერი. უფროსობა ჩხორიწყუელი გამგებელია, - ამბობს მოქალაქე.
"ქართული ოცნების" ლიდერები დღევანდელ აქციას შემაჯამებელ შეხვედრას უწოდებენ. მათი თქმით, მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი ჰყავთ, ამ აქციით კი მათი წახალისება სურთ.