გამოვა 25 ათასი პატიმარი და რომ გესვრით, ნახავთ! - "ოცნების" მხარდამჭერის მუქარა ჟურნალისტს

27.10.21 15:47
 გამოვა 25 ათასი პატიმარი და რომ გესვრით, ნახავთ! - "ოცნების" მხარდამჭერის მუქარა ჟურნალისტს

თავისუფლების მოედანზე შეკრებილები კონკრეტული მედიასაშუალებების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტვ პირველის ჟურნალისტს გარტყმით  დაემუქრა. 

მიშას წინააღმდეგ ვარ! მე ვიჯექი და გვცემდნენ, გვკლავდნენ და აუპატიურებდნენ!  "ოცნების" მხარდასაჭერად მოვედი, რომ დაინახონ, რომ ხალხი ვართ და გამოვა 25 ათასი პატიმარი და რომ გესვრით, მერე ნახავთ! მოაშორე აქედან მიკროფონი, თორემ გაგარტყი!, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.