გორდონს არ უშვებენ რუსეთშიც, ურთიერთკავშირში შეიძლება, იყოს ეს პროცესები ერთამენთთან - იულია კლიმენკო

27.10.21 16:21
გორდონს არ უშვებენ რუსეთშიც, ურთიერთკავშირში შეიძლება, იყოს ეს პროცესები ერთამენთთან - იულია კლიმენკო

დემოკრატია შედგება სიტყვის თავისუფლებისგან, იმისგან, რომ ჟურნალისტ გორდონს შეუძლია, შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე -  ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა.  იულია კლიმენკომ, ,,ტვ პირველთან" ისაუბრა. კლიმენკომ ასევე აღნიშნა, რომ დიმიტრი გორდონს საქართველოს მსგავსად არ უშვებენ რუსეთშიც, რაც შესაძლოა, ერთმანეთთან ურთიერთკავშირში იყოს.  

პოლიტიკური ბრძოლა ასეთი შედეგით არ შეიძლება, დამთავრდეს. პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს უკრაინაშიც და თუ რაღაცაში არ ვეთანხმები ჩემს კოლეგას, მე ვალაპარაკობ ამის შესახებ ღიად სატელევიზიო დებატების დროს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არავინ არავის ციხეში განსხვავებული მოსაზრებების გამო არ სვამს. დემოკრატია შედგება სიტყვის თავისუფლებისგან, იმისგან, რომ ჟურნალისტ გორდონს შეუძლია, შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე და არ შეიძლება, ის გააძევო, არ შეიძლება ჟურნალისტების დაყოფა, ვინ შემოუშვა ქვეყანაში და ვინ არ შემოუშვა და მეორე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, ხმა მისცენ იმას, ვისაც უნდათ, არ უნდა იყოს გაყალბება, არ უნდა იყოს ფალსიფიკაცია. ეს არის დემოკრატიის ორი ფუნდამენტი,  რომელიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს. გორდონს არ უშვებენ რუსეთშიც, ურთიერთკავშირში შეიძლება იყოს ეს პროცესები ერთამენთთან, - განაცხადა კლიმენკომ. 

უკრაინის რეფორმების ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში, მისი მოადგილე და ასევე, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი მეუღლესთან ერთად საქართველოში არ შემოუშვეს. უკრაინელი სტუმრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანვე უკან გააბრუნეს.