არავის ვაპატიებთ პატრიარქის და ეკლესიის ლანძღვას - ირაკლი ღარიბაშვილი

27.10.21 17:22
არავის ვაპატიებთ პატრიარქის და ეკლესიის ლანძღვას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძველ რიტორიკაშია და მმართველობის მეცხრე წელსაც ამბობს, რომ მათი მთავარი გამოწვევა წინა ხელისუფლებაა: 

ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა. ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირების და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღას და შეურაცხყოფას - თქვა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ქვეყანას "მკვლელების, ჯალათების და მოღალატეების პარტია" ხელისუფლებას ჩამოაშორეს.

ღარიბაშვილი წინა ხელისუფლებას "ანტიეკლესიურსა  და ანტიპატრიოტულ ძალას" უწოდებს.