ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების პარტია - ღარიბაშვილის უცვლელი რიტორიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" მკვლელების პარტია უწოდეა
"თავისუფლების მოედანზე" სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ "30 ოქტომბერს 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე უნდა მიიყვანონ".
2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მშვიდობიანი აქციით გავნაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა. ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლითაც ქვეყანა დღემდე იმართება"- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ მაშინგაიხსენა, როცა მისი სიტყვები შეახსენა მოქალაქეებს:
არ შემიძლია, არ გავიხსენო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს. როგორი დანაშაულებიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი კონკრეტულ პირებს, ჩვენ მათ მოვქეცევით არა ისე, როგორც თავად იმსახურებენ, არამედ, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა და თქვენ, ხალხი იმსახურებს" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.