სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან! - წულუკიანი აქციაზე
"სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ!" - ასე მიმართა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა - არა! უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება, ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლები - განაცხადა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე თეა წულუკიანმა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას წინა თაობას თავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.
მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, ქართველ გოგოს, რომელიც არის ერთი პატარა მეგრელი გოგო... შაბათს მოვუწოდებ ყველა დედას, არჩევნებზე მივიდეთ. შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ მიწასაც კი არ მიაბარა, ისე დატოვა და მეორე მხარეს ვართ ჩვენ, - აღნიშნა წულუკინმა.
კულტურის მინისტრის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სტრასბურგიდან ჩამოიტანა ვერდიქტი, რომ "ომი არის ცუდი და ჩვენი შვილები უნდა დაბრუნდნენ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში".
ჩვენ დღეს გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო, პატიმარს ციხის ინსპექტორის არ ეშინია. გვაქვს ქართული საპატიმრო, გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას არა ჩვენთვის, არამედ თქვენთვის. ნატო-სა და ევროკავშირის კარზე კაკუნი მატყუარა სააკაშვილმა კი არ დაიწყო, არამედ ქართველმა დიპლომატებმა. რა იქნება მომავალში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის ,რომ 2 დიდ მტერს ვებრძოლოთ - ეს არის მიმდინარე ოკუპაცია და სიღარიბე.
3 წლის მანძილზე აღარ იქნება არჩევნები. ჩვენი ხელისუფლების ვალია, ძალაუფლება გადააბაროს არა ქართველთ მოძულეებს, არ იმათ, ვინც ებრძვის საკუთარ ხატს და ჯვარს, არამედ იმ ბავშვებს, რომლებიც ახლა ჩვენ შემოგვყურებენ"- თქვა მინისტრმა.