სწორი გადაწყვეტილებაა - გია ვოლსკი აქციაზე ბიძინა ივანიშვილის არყოფნის ფაქტს ხსნის
პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის, მიჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორად მოიქცა, როცა პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო და დღევანდელ აქციაზე არ მოვიდა.
არ არის რა, არ მიაჩნია სწორად ამ პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობა, სწორი გადაწყვეტილებაა! - განაცხადა გია ვოლსკიმ.
თავისუფლების მოედანზე ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მასში მონაწილეობის მიღებაზე პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, უარი განაცხადა.