სააკაშვილის ციხეში ყოფნა პოლარიზაციის დამთავრების შანსია - კობახიძე

27.10.21 18:17
სააკაშვილის ციხეში ყოფნა პოლარიზაციის დამთავრების შანსია - კობახიძე

30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა "18 წელია მუდმივი საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის". 

ჩვენ გვიპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია მუდმივი საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის.

30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას, საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი აუცილებელია 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ" - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები