სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს - კახა კალაძის მიმართვა

27.10.21 18:23
სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს - კახა კალაძის მიმართვა

ჩემო მეგობრებო, ამ ქალაქისთვის არამხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა - თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

მაშინ, როდესაც ჩემმა ხალხმა ამირჩია თბილისის მერად, მომცა შესაძლებლობა, უშუალოდ მემსახურა ჩემი ქალაქისთვის, ჩემზე ბედნიერი და ამაყი ალბათ მაშინ დედამიწაზე არავინ იყო. ვერავინ აღწერს იმ დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაჯერებულ განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა და რომელიც არასდროს ტოვებს ჩემს გულს. ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. ასე მწამს, მეგობრებო. ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრებ მომავალში, რადგან მჯერა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის და ჩემი ქალაქის უკეთესი მომავლის- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები