ძალიან შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო - კელი დეგნანი

27.10.21 19:29
ძალიან შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო - კელი დეგნანი

კელი დეგნანი ამბობს, რომ ძალიან შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. აშშ-ის ელჩი საქართველოში აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობა.

"რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის კარგად ყოფნაზე. რა თქმა უნდა, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, მნიშვნელოვანია კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობა. ვხედავთ, რომ შექმნილია ექიმების მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც აკვირდება მის მდგომარეობას. ამას ჩვენც ვაკვირდებით". - ამბობს აშშ-ის ელჩი. 

მსგავსი სიახლეები