ციხის კლინიკა არალიცენზირებულია სააკაშვილისთვის დახმარების გასაწევად, სპეციალისტები არ ჰყავთ - ნიკა გვარამია
ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის სათანადო და კვალიფიციური მკურნალობა შეუძლებელია - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კლინიკაში მუშაობს ქირურგი, წარსულში ბავშვის გატაცებისთვის მსჯავრდებული ადამიანი, რომელსაც ინტერესთა კონფლიქტი აქვს სააკაშვილთან, ასევე, საავადმყოფო დაკომფლექტებულია არაკვალიფიციური კადრებით, ხოლო ახლახანს შემოტანილი აპარატურის ლიცენზია კლინიკას არ გააჩნია.
გარდა ამისა, ციხის კლინიკაში არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის საშუალება.
ციხის საავადმყოფოში მუშაობს მხოლოდ 2 ქირურგი, მათ შორის ერთი, კოტე ჭანტურაია, წინა ხელისუფლების დროს ბავშვის გატაცებისთვის იხდიდა სასჯელს, მისი მეუღლე კი კახეთში ,,ქართული ოცნების" კოორდინატორია, ანუ ხაზს ვუსვამთ, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი სააკაშვილთან.
ამ დროისთვის სასწრაფო წესით ხდება პორტატიული სარეანიმაციო აპარატურის და საწოლების დამატება, მაგრამ ეს აპარატურა ფუნქციონალური ვერ გახდება, ლიცენზია საავადმყოფოს არ გააჩნია. ულიცენზიო დაწესებულებაში განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას.
ამ დაწესებულებაში არ არსებობენ კომპეტენტური პირები, ვინც აპარატურის გამოყენებას შეძლებს.
კლინიკაში როგორც გითხარით არის 2 ფსიქიატრი და 40-ზე მეტი ფსიქიკურად დაავადებული პატიმარი. აქედან უმრავლესობა გადის ე.წ. არანებაყოფლობით მკურნალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან ფსიქოზიანი პატიმრები მიდრეკლი აგრესიული და ძალადობრივი ზემოქმედებისკენ.
ფსიქიატრიული პატიმრების მკურნალობისთვის აქ არავითარი პირობები არ არის. შესაბამისად, ეს პატიმრები წარმოადგენენ საშიშრობას გარე სამყაროსთვის და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილისთვის და რაც ძალიან მნიშვნალეოვანია, კიდევ უფრო მძიმე დარღვევა დღეს ციხის საავადმყოფოში არ არიან სანიტრები და მათ ფუნქციას ასრულებენ პატიმრები, რომლებსაც შეთავსებული აქვთ სანიტრების ფუნქცია. ეს არის სრული კატასტროფა. ამ პატიმრებს, რომლებიც სანიტრები არიან, მე არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ნამდვილად, მაგრამ ამ პატიმრებს აქვთ სრული ხელმისაწვდომობა მიხეილ სააკაშვილთან - ამბობს ნიკა გვარამია
ადვოკატი კვლავ იმეორებს, რომ დაცვის მხარე სრულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ციხის საავდმყოფოში, რადგან ფლობენ ინფორმაციას ე.წ. იმიტირებული ბუნტის შესახებ:
უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სრულიად გამოვრიცხავთ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმიტირებული ბუნტის თაობაზე;
სააკაშვილი უნდა იყოს მუდმივი სტრესის ქვეშ და ე.წ. შუმოკით უზრუნველყოფენ ამას, ანუ იქნება ნონ სტოპ რეჟიმში პატიმრების გასაგებია რა ტექსტებიც და ბრახუნი რკინის მეტალების ნივთების და არავითარი ხმის იზოლაცია არ არსებობს. ეს იქნება სააკაშვილის სმენის არეალში მუდმივად, რაც წარმოუდგენელი ფსიქიური ზეწოლაა პატიმარზე და რაც მთავარია, როგორც უკვე გითხარით, აქ არიან ადამიანები, ერთი ექიმი მე დავასახელე - ქირურგი კოტე ჭანტურია - იხდიდა სასჯელს ბავშვის გატაცებაზე ,,ნაცმოძრაობის" დროს და შეუძლებელია, რომ მის მიუკერძოებლობას და უსაფრთხოებასაც კი რომ ვენდოთ და როგორც ავღნიშნე, მთავარი პრობლემა, ეს არის ფსიქიატრიული პატიმრები, რომლებიც არიან აგრესიული და ძალადობისკენ მიდრეკილები და რომელთა მკურნალობა იქ ვერ ხერხდება და ასევე მათი იზოლაცია გარესამყაროდან ვერ ხერხდება ამ საავადმყოფოში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე - სანიტრები ამ დაწესებულებაში არიან პატიმრები. და ამ სანიტრებს აქვთ სრული ხელმისაწვდომობა ნებისმიერ პაციენტთან, მათ შორის ექნებათ სრული ხელმისაწვდომობა მიხეილ სააკაშვილთან - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ადვოკატის ინფორმაციით, სამოქალაქო კლინიკა ,,ვივა მედს" აქვს გაფორმებული ხელშეკრულება პენიტენციურ სამსახურთან და წელიწადში 2 ათასამდე პატიმარს, მათ შორის, მოშიმშილე მსჯავრდებულსაც, ემსახურებიან
ამას გარდა, როგორც მე გითხარით, გადაწყვეტილება იყო მიღებული ციხის საავადმყოფოს მაქსიმალური გაწოვის და რეფერალურ კლინიკებში პატიმრების გადაყვანის და დღეს, კლინიკა ,,ვივა მედმა" დაგვიდასტურა, რომ ხელშეკრულება პენიტენციურ სამსახურთან 2 წლის წინ გაფორმდა და ყოველწლიურად წლის განმავლობაში 2 ათასამდე პატიმარი მკურნალობს ,,ვივა მედში", მათ შორის მოშიმშილე პატიმრები. - აცხადებს ადვოკატი.