"ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის" - მრავალათასიანი აქცია ზუგდიდში
"ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის" - მრავალათასიანი აქცია ზუგდიდში.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანი წითლიძემ განაცხადა, ეს არის ისტორიული ბრძოლა ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოსა და სიბნელეს შორის.
ეს არის ბრძოლა სამართლიანობასა და უსამართლობას შორის და ამ ბრძოლაში ჩვენ არ გვაქვს უფლება დავიღალოთ. ამ ბრძოლაში ჩვენ არ გვაქვს უფლება უკან დავიხიოთ. არ გვაქვს უფლება ყოყმანის, უიმედობის, ნიჰილიზმის იმიტომ, რომ ჩვენს უკან არის საქართველო, იმიტომ, რომ ჩვენს უკანა რის ადამიანი, რომელიც ახლა სამარტოო საკნიდან გვადევნებს თვალს და თავის ბრძოლით, თავგანწირვით გვაძლევს მაგალითს", - განაცხადა ანი წითლიძემ აქციაზე.