მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მძევალია, ყველა უფლება შეეზღუდა - ბექა ბასილაია
პრეზიდენტის შმშილობის და პატიმრობის 28 დღე - უფლებადაცველი ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მძევლად მოიხსენიებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტს ყველა ის უფლება შეუზღუდა, რომელიც შეიძლება პატიმარს გააჩნდეს.
ხედლისუფლება პოლიტიკური მძევლობიდან გადავიდა პოლიტიკურ მძევლობაში მყოფი პირის მიმართ არაადამიანურ, წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაზე. თუ რაიმე უფლება შეიძლება გააჩნდეს პატიმრობასი მყოფ ადამიანს, ყველა უფლებაა დარღვეული. ის არის პოლიტიკური მძევალი. ადვოკატებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა შეეზღუდა, მისი ერთ-ერთი ადვოკატი დაადეპორტეს უკრაინიდან მომავალი. ამავდროულად, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს საერთოდ ვინ ეკითხება, აკეთებს ისეთ განცხადებებს, რტაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დას სიცოცხლის უფლებას და პლიუს ამას, მისი უსაფრთხოებით სპეკულირებენ, რომ გადაიყვანენ ისეთ დაწესებულებაში, სადაც განთავსებულია ასევე ასეულობით კრიმინალური მუხლებით მსჯავრდებული პირები. ყველაფერს გამოვიყენებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუციებს აბსოლუტურად, - განაცხადა ბასილაიამ.
უკვე 24 საათია, რაც მიხეილ სააკაშვილმა ექიმების ჩარევაზე უარი განაცხადა. მესამე პრეზიდენტმა სამედიცინო დახმარებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მას ადვოკატებთან წერილობითი კომუნიკაცია აუკრძალეს. იუსტიციის სამინისტრო კი მესამე პრეზიდენტს ციხეში სასჯელის მოხდის ფორმებს უფრო და უფრო უმკაცრებს.
სააკაშვილთან არ უშვებენ არც უკარინელ რენიმატოლოგს რომელიც საგანგებო მისიით კიევიდან ჩამოვიდა. გუშინ ექიმი ციხეში შევიდა, თუმცა გამოკვლევის ჩატარების უფლება არ მისცეს და არც ანალიზები გადასცეს.
არსებული ინფორმაციით, საქმეში უნდა ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატიც, თუმცა მესამე პრეზიდენტის უფლკებდაცველები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ მასაც გარკვეული ბარიერები შექუმნას.