"გუშინ მომხდარ ამბავს პოლიტიკური სარჩული აქვს" - იულია კლიმენკო

28.10.21 11:50
"გუშინ მომხდარ ამბავს პოლიტიკური სარჩული აქვს" - იულია კლიმენკო

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის,  იულია კლიმენკოს, თქმით, უკრაინელი სტუმრების საქართველოდან გაძევება უკრაინული ტელევიზიების ტოპ ახალ ამბებში მოხვდა. უკრაინელი პოლიტიკოსი  პირდაპირ აცხადებს, რომ ფაქტს პოლიტიკური სარჩელი ჰქონდა.

იულია კლიმენკო ყურადღებას ასევე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებს და თვლის, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაგას და მესამე პრეზიდენტი მარავლპროფილურ კლინიკაში მოათავსოს. 

გუშინ 8 კაცის ქვეყანაში არ შემოშვება ტოპ ახალი ამბავი იყო უკრაინული ტელევიზიებისთვის. საღამოს გამოშვებები ამით დაიწყო. საბედნიეროდ, მათ დეპორტაცია არ გაუკეთეს, როგორც საბოლოოდ გაირკვა და გუშინდელ შემთხვევას ხსნიან ვიზების პრობლემად, თითქოს მათ რაღაც შეუსაბამობა ჰქონდათ, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ უვიზო რეჟიმი გვქონდა, თუმცა ვფიქრობ, ვიზები არაფერ შუაში იყო. გუშინ მომხდარ ამბავს პოლიტიკური სარჩული აქვს. დღეს ჩანიშნული გვაქვს შეხვედრა საელჩოსთან, შემდეგ იმედი გვაქვს, შევხვდებით ვინმეს ხელისუფლებიდან, თუნდაც იუსტიციის მინისტრს. მიხეილმა თქვა უარი ყველანაირ სამედიცინო დახმარებაზე, კრიტიკული საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს, ამას ცუდი შედეგი ექნება. მისი შემდგომ გამოჯანრთელებაც შეიძლება, შეუძლებელი იყოს. ხელისუფლებამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და ის გადაიყვანონ ნორმალურ კლინიკაში და არა ციხის საავადმყოფოში. მას უნდა მისცენ შესაბამისი უფლებები, - განაცხადა კლიმენკომ. 

მსგავსი სიახლეები