ერთადერთი მოტივი სააკაშვილთან მეგობრობა იყო - კახა კვეკვესკირი გორდონის გაძევებაზე
მოძრაობა "საქართველოსთვის " წევრი, კახა კვეკვესკირი, უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის, საქართველოდან გაძევების ფაქტს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს უკავშირებს. მისი თქმით, გარდა იმ კონფერენციისა, რომელიც სასტუმრო "ბილტმორში" სწორედ გორდონის ორგანიზებით უნდა შემდგარიყო, უკრაინელი ჟურნალისტის საქართველოში ვიზიტის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მონახულებაც იყო.
ერთადერთი მიზეზი გუშინ ამ სამარცხვინო საქციელის, ხელისუფლების მხრიდან, იყოს ის, რომ ის არის უბრალოდ მეგობარი მიხეილ სააკაშვილის. ის ჩამოვიდა თავის მეუღლესთან ერთად, ორ შვილთან ერთად, დეპორტაციაც არ გაუფორმეს, არანაირი საბუთი არ გაუფორმეს, უბრალოდ, სწრაფად ჩასვეს სხვა თვითმფრინავში ნახევარ საათში და გააფრინეს კიევში. ერთადერთი, ზუსტად რაც ვიცი, იყო ეს კონფერენცია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი მისი აქ ვიზიტის, როგორც თვითონ განაცხადა, მაქსიმალურად შეეცადა ,მისულიყო მიშასთან, თავის მეგობართან, მართლა ძალიან ახლობელთან, - განაცხადა კვეკვესკირმა.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები უკრაინულ დელეგაციას გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ. მოძრაობის წევრები გორდონის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას უნდა დასწრებოდნენ.