"მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა" - მიხეილ სააკაშვილი გორდონის გაძევებაზე

28.10.21 12:15
"მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა" - მიხეილ სააკაშვილი გორდონის გაძევებაზე

მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოდან უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის, გაძევების ფაქტს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მიხეილ სააკაშვილი გორდონის შესახებ წერს და ამბობს, რომ უკრაინელი ჟურნალისტის პირადი მტრები ამ დრომდე მხოლოდ პუტინი და ლუკაშენკო იყვნენ, დღეს კი მისმა ასეულმა მილიონმა თაყვანისმცემელმა იხილა, რომ საქართველო რუსეთზე უარესი ხდება. 

დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსულ და უკრაინულენოვან სამყაროში. ის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია. მისი მეუღლე ალესია ასევე ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ჩვენი გულშემატკივარია. გორდონის პირადი მტრებია პუტინი და ლუკაშენკო. დღეს კი, მათმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა თაყვანისმცემელმა, სამწუხაროდ, იხილა, რომ საქართველო, ოდესღაც - დემოკრატიის შუქურა რუსეთზე უარესი ხდება. მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რომ ცდილობდნენ საქართველოში შემოსვლას და მათდამი მოპყრობისთვის, ყველა  ნორმალური ქართველის სახელით, ბოდიში მოვუხადო,
- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები