წინა ხელისუფლების დროს 150 ადამიანი კვდებოდა ციხეში ყოველწლიურად - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მტკიცებით, წინა ხელისუფლების დროს ციხეში ყოველწლიურად 150 ადამიანი იღუპებოდა და ეს გამოწვეული იყო წამებით. კობახიძე უარყოფს, რომ ცოცხების სცენა 2012 წელს დადგმული იყო.
მათ ჰყავდათ 25 ათასი ადამიანი ციხეში გამოკეტილი. მათ შორის, უდანაშაულო იყო ნახევარზე მეტი. 150 ადამიანი კვდებოდა ციხეში მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს წლის განმავლობაში. როგორც კი შეიცვალა ხელსიუფლება, ეს მაჩვენებელი შემცირდა ათჯერ. ეს მაჩვენებელი როგორ შემცირდა, თუ არ დასრულდა წამება და არაადამიანური მოპყრობა? ამის ნაწილი იყო ცოცხების კადრებიც და ყველაფერი, რაც საზოგადოებამ თავისი თვალით იხილა", - ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, პატიმარმა გია ყაზარიშვილმა სკანდალურ ინტერვიუში თქვა, ცოცხების სცენა ლადო ბედუკაძემ დადგა.