დათვალონ მათი აქციის მონაწილეები და გადავუმრავლებ ჩვენი აქციის რაოდენობაზე - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის მიერ გამართულ გუშინდელ აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და ადგილზე დიდი მუხტი იგრძნობოდა.
"მე ვთქვი, რომ ამ აქციისთვის ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ დაგვჭირდებოდა მარტო იმდენი მძღოლი, რამდენიც ნაციონალებს ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე. ეს არ იყო სიტყვის მასალად ნათქვამი, რეალურად ამდენი მძღოლი დაგჭირდა იმისთვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. ჩვენი შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი. დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას", - თქვა კობახიძემ.