ნებისმიერ დროს შეიძლება, გონება დაკარგოს - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

28.10.21 13:16
 ნებისმიერ დროს შეიძლება, გონება დაკარგოს - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

პრეზინდეტის შიმშილობის 28-ე დღე - ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში ჩუმად გადაიყვანოს. მათი თქმით, მსგავსი სიატუციის შემთხვევაში, ეს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უკანონო ქმედება იქნება. 

ადვოკატი გიორგი გელხაური ყურადღებას ასევე, მიხეილ სააკაშვილისთვის ადვოკატებთან კომუნიკაციის შეზღუდვაზე ამახვილებს. მისი თქმით, აღშნიშნული შეზღუდვის გამო მსჯავრდებული სამედიცინო მანიპულაციებზე უარს აცხადებს, რაც ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულდეს. 

ადვოკატებთან კომუნიკაციის უფლების წართმევა რას ემსახურება დღევანდელი სასჯლეაღსრულების დაწესებულების მიერ? იქ რაღაც ტიხრები შეავსეს, საიდანაც შესაძლებელი იყო, რომ ჩვენ რაღაც კომუნიკაცია გვქონოდა, მიგვეწვდინა წერილი, ხელი მოეწერა და ა.შ. დღეს უკვე ესეც შეუძლებელია. იქამდე, სანამ არ აღდგება მისი უფლებები არ აპირებს გააგრძელოს მკურნალობა, არ აპირებს ,გააგრძელოს მედიკამენტების მიღება და ასევე, ანალიზების ჩაბარება. განვმარტავ, რომ ანალიზების ჩაბარებით ასე თუ ისე უფრო პროგნოზირებადი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, მაგრამ ვინაიდან ესეც აღარ გვაქვს უკვე, ნებისმიერ დროს შეიძლება, მან გონება დაკარგოს, - ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური. 

მიხეილ სააკაშვილს ცოტა ხანში მედიკოსთან კონსილიუმი მოინახულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, ადასტურებს. ექიმები მსჯავრდებულს მხოლოდ გაესაუბრებიან, რადგან მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო შემოწმებასა და მანიპულაციებზე უარი განაცხადა. 

მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად  ცოტა ხნის წინ რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში  დეპუტატი როსტომ ჩხეიძე მივიდა. პარლამენტარი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს. 

 

მსგავსი სიახლეები