ზეწოლა, მუქარა, დაშინება და შანტაჟი - ,,საია"-ს ანგარიში არჩევნებზე
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები არასამთავრო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შეისწავლა. ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდის მხრიდან გამოვლინდა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციამ საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა.
ანგარიში 25 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს ეხება.
პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და მოქალაქეთათვის არჩევნებში ნების გამოვლენისათვის სავარაუდო ხელშეშლის ფაქტებიც. კვლავ გამოწვევად რჩება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები, როგორც ორ ოქტომბრამდე, ასევე შემდეგაც. მათ შორისაა, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები. საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიონ.
მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში საიამ აღწერა პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლის ორი შემთხვევა.
სააანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები, რომელიც მიმართული იყო როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციის წინააღმდეგ", - აღნიშნულია ,,საია"-ს ანგარიშში.