გორდონი საქართველოში აეროპორტის ხელმძღვანელის მიადგილემ არ შემოუშვა - ნოდარ ბარამიძე მედიასთან არ ჩნდება
პირი, რომელმაც უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვა, თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელის მოადგილე, ნოდარ ბარამიძეა. თბილისის აეროპორტში მომხდარ ფაქტზე დიმიტრი გორდონმა უკრაინის ტელევიზიების სხვა და სხვა არხებზე ისაუბრა. გორდონის თქმით, მისთის დეპორტაცია არც ერთი ქვეყნიდან არ გაუკეთებიათ და მომხდარი სამარცხვინო ფაქტია.
თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელის მოადგილე ნოდარ ბარამიძემ ოფიციალურად გამომიცხადა, რომ მე ვერ დამიშვებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. მე მითრეს, რომ ახლავე უნდა დავტოვო ასქართველოს ტერიტორია. ვკითხე მიზეზი, მიპასუხეს, რომ მიზეზს ათი დღის განმავლობაში წერილობით აცნობებდნენ უკრაინის საელჩოს. მე ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. არც ერთი ქვეყნიდან დეპორტაცია არ გაუკეთებიათ. ეს სამარცხვინო ამბავია, მე ცალსახად სააკაშვილთან შეხვედრის გამო არ შემომიშვეს საქართველოში. მე თუ ვინმეს მხარს ვუჭერ, მე ბოლომდე ვაკეთებ ამას და ვთლი, რომ აბოსლუტურად მართალი ვარ ამ საკითხში. მე ვთლი, რომ სააკაშვილი უკანონო პატიმარია. ვფიქრობ, ყველაზე წარმატებული პრეზიდენტის ციხეში ჩასმაც საქმეების ფაბრიკაციით, სამარცხვინოა, - განცხადა გორდონმა.
"პირველებმა" გასაუბრება ნოდარ ბარამიძესთანაც სცადა, თუმცა ბარამიძე კამერებთან არ ჩნდება და არც ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.