მინდა, ვუთხრა გუშინ „ქართული ოცნების“ პანაშვიდზე მიყვანილ ხალხს - სააკაშვილის ახალი მიმართვა
ახალ მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ,,ქართული ოცნების" გუშინდელ აქციაზე მისულ საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ ისინი წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ხელსუფლების ცვლილება გარდაუვალია, ამიტომ არჩევნებზე უნდა მიხვიდეთ - მოუწოდებს სააკაშვილი მოსახლეობას.
მე მინდა, ვუთხრა გუშინ „ქართული ოცნების“ პანაშვიდზე მიყვანილ ხალხს, მე კარგად ვნახე, თუ როგორი წნეხის ქვეშ იმყოფებით.
ნუ შეგეშინდებათ ხმის ისე მიცემა, როგორც მართლა ფიქრობთ და გჯერათ.
არსებობს ბევრი მეთოდი იმისა, რომ ვერ გაგვაკონტროლონ და მთავარი-საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ძალიან მოკლე ხანში გარდაუვალია, სამსახურს არცერთი თქვენგანი არ დაკარგავს.
მე გაძლევთ ამის პირობას - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.