ამ ქოლცენტრების უკან სავარაუდოდ, დგას კეზერაშვილი - ღარიბაშვილი თაღლითურ სქემაზე

28.10.21 14:19
ამ ქოლცენტრების უკან სავარაუდოდ,  დგას  კეზერაშვილი - ღარიბაშვილი თაღლითურ სქემაზე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფულის წართმევის სქემის უკან დავით კეზერაშვილი დგას. პრემიერმინისტრი ყოფილ თავდაცვის მინისტრს თაღლითური ბიზნესის წარმოებაში ადანაშაულებს. 

ამ ქოლცენტრების უკან სავარაუდოდ,  დგას ბატონი კეზერაშვილი, მას ქოლცენტრები ჰქონდა უკრაინაშიც, აქაც ჰქონდა მცდელობა. ძალიან მალე კიდევ საინტერესო დეტალებს გაიგებთ. ეს ინფორმაცია გავრცელდა ერთ-ერთ შვედურ გადაცემაში და ეს ინფორმაცია თავად შეგიძლიათ, მოიძიოთ. კეზერაშვილი არის ჩვეულებრივი მძარცველი, როცა კითხვას დამისვამთ კეზერაშვილის უკანონო საქმიანობაზე იცოდეთ, რომ პასუხს გაგცემთ", - თქვა ღარიბაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები