სისტემა სააკაშვილის დავალებით პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა და ტანჯავდა - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, კატეგორიულად უარყოფს პატიმრის ინფორმაციას, რომ ციხის კადრები დადგმული იყო. ღარიბაშვილის მტკიცებით, ციხეში მსჯავრდებულებს სააკაშვილის დავალებით აწამდებდნენ, აუპატიურებდნენ და ტანჯავდნენ.
მე კი არა, მთელმა მსოფლიომ ნახა, რაც ხდებოდა, წამება და გაუპატიურება, მთელს ჩვენს ციხეებში სააკაშვილის დროს. ეგ არის უსუსური მცდელობა. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს მისივე დავალებით მისივე სისტემა პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა და ტანჯავდა - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 2012 წლის ე.წ. ციხის კადრების ვიდეოში გადაღებულმა პატიმარმა გია ყაზარიშვილმა ელისოს კილაძეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. პატიმრის თქმით, "ცოცხების" სცენა დადგმული იყო. ინტერვიუში პატიმარი ყვება, როგორ ათამაშა ლადო ბედუკაძემ გაუპატიურების როლი.