ღარიბაშვილის მტკიცებით, გუშინდელ აქციაზე 150 ათასი ადამიანი იყო
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მტკიცებით, "ქართული ოცნების" გუშინდელ აქციაზე 150 ათასი ადამიანი იყო მისული.
დაახლოებით 150 ათასი ადამიანი გამოვიდა გუშინ, რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა, ასე რომ, მოგიწევთ დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.