ალაპარაკდება თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძე?

08.12.25 11:14
ალაპარაკდება თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძე?

ალაპარაკდება თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძე? - თავდაცვის ექს-მინისტრი დაკავების შემდეგ სასამართლოში დღეს პირველად მიიყვანეს. დღეს საქალაქოში წინასასამართლო სხდომაა. პროცესი წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს. საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. სწორედ მან უნდა იმსჯელოს აღკვეთის გადასინჯვაზე.

დაცვის მხარე სხდომაზე 100 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს და ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს. 

  • ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება.  ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა. დღეს "პრიველებმა" ბურჭულაძის ადვოკატის ტუკვაძის ჩვენების შესახებ ჰკითხა: 

"ჩვენებების განხილვაში მე ვერ შევალ, დანარჩენს გვაჩვენებს სასამართლო განხილვები". - ამბობს დიმიტრი მხეიძე. 

ასევე საქმის მასალებში საუბარია ესპანეთში შეძენილ სახლზე, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძემ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისგან შეიძინა. პროკურატურა ამბობს, რომ ამ სახლის შეძენით ბურჭულაძემ ფული გაათეთრა. დღეს "პირველებმა" ბურჭულაძის ადვოკატს ჰკითხა, ნასყიდობა შედგა თუ რა შეთანხმების საფუძველზე მიიღო ბურჭულაძემ ხიდაშელის ოჯახისგან აღნიშნული სახლი ესპანეთში, თუმცა უფლებადამცველმა ამ კითხვაზე განმარტებების გაკეთება არ ისურვა. 

"ვისგან იყიდა ვერ გეტყვით, რა მნბიშვნელობა აქვს, ვისგან იყიდა, მაგასაც ვერ ვხდები. თანხის წარმომავლობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მან განცხადებაშიც თქვა, რომ წინა პერიოდში, ვიდრე ამ ბინის შეძენას მოახდენდა, მან მოახდინა საქართველოში უძრავი ქონების რეალიზაცია, რომელიც სავსებით ყოფნიდა ამ ქონების შეძენას", - ამბობს დიმიტრი ხაჩიძე. 

აპირებს თუ არა რაიმეს თქმას დაკავებული მაღალჩინოსანი - ადვოკატი ამბობს, რომ "ვნახოთ". 

  • ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები