სამინისტროების შენობები, რომელთა ოფისიც არსენალის მთაზე გადავა, შესაძლოა გაიყიდოს
სამინისტროების შენობები, რომელთა ოფისიც არსენალის მთაზე გადავა, შესაძლოა გაიყიდოს - დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს".
"ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ ერთის მხრივ, ახალიშენობების მშენებლობა და მეორეს მხრივ, საინვესტიციო მიზნებით კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას.
ჩვენი საჯარო მოსამსახურეებისთვის შრომისპირობები ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო. აქედან გამომდინარე, გვაქვს ასეთი გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურაქტივობას. ჯერ დაზუსტებული არ არის, რომელ უწყებებს შეეხება. ეკონომიკური აქტივობა ერთი მხრივ იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც და მეორე მხრივ, როდესაც საინვესტიციო მიზნებით მოხდება კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას. ნულოვანი მდგომარეობიდან ჩვენორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ ამ პროექტის მეშვეობით, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე ისტორიულ შენობაში არის განთასვებული, შესაძლოა გედევანიშვილის ქუჩაზე, არსენალის მთაზე ახალ ოფისში გადავიდეს. ამას ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთავრობის დავალებით გამოცხადებული ბაზრის მოკვლევა, რომელიც არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და ცხრა სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.