რა შეუთვალეს მოსამართლეს, რომელიც რეპრესიულ კანონებს ასაჩივრებს?

11.12.25 11:26
რა შეუთვალეს მოსამართლეს, რომელიც რეპრესიულ კანონებს ასაჩივრებს?

 

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუა, ვინც მისი განსახილველი რამდენიმე საქმის წარმოება ისევ შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ადგილი აქვს გარკვეულ "შემოთვლებს". 

ხუჭუა, კონკრეტულ გვარებს არ სახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მას "დაფიქრება ურჩიეს". 

ამასთან, მოქმედი მოსამართლის თქმით, მას "ძალაუფლების მქონე ადამიანები აკრიტიკებენ". 

კრიტიკა და ჩემს მიმართ ამგვარი ქმედებები ხორციელდება ღიადაც და ფარულადაც. ჩემთვის ეს ინფორმაციები ცნობილია.  სხვათა შორის, ამაში მონაწილე პირებიც მაძლევენ გარკვეულ ინფორმაციას, ისინი გარკვეული მიზეზების გამო, გამოჩენას ვერ ახერხებენ. 

[შემოგითვალეს რამე, საქმეები განგეხილათ - ჟურნალისტი] - არის ნიშნები, გარკვეული მინიშნებები, ფარულად, მესამე პირების მეშვეობით, რომ რაღაცნაირად დავფიქრდე, მაგრამ დავფიქრდი და ამ გადაწყვეტუილების შედეგად ვიღებ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ვიღებ. 

ცნობილი ფაქტია, რომ მე სასამართლო სისტემაში არ მაქვს კომუნიკაცია. მარტო ვარ, ვცდილობ არ მქონდეს კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, იმიტომ რომ შეიძლება მათ რაიმე სახის უსიამობნებაც კი შეემთხვათ. ვიცი, რომ სასამართლო კორპუსშიც არის ძალიან ბევრი ღირსეული მოსამართლე, ღიერსეული ადამიანი, რომლებიც შესაძლოა, ვერ ამბობდნენ, მაგრამ გულის სიღრმეში ჩამი თანამოაზრეები არიან. ზოგოერთს ეს გამოუხატავს ღიადაც და შეფარვითაც.

ბევრჯერ მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მადლიერებას გამოხატავენ, კმაყოფილი არიან ჩემი საქმიანობით. ეს მაძლევს ძალას და ამაზე დიდი მოტოვაცია არ არსებობს ჩემთვის. სწორედ ამის გამო, ეს კრიტიკა ჩამთვის უმნიშვნელოა. კრიტიკოსები არიან ძალიან ცოტა. ძირითაცად არის ძალაუფლების მქონე ადამიანებისგან, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ სასამართლოს იმედი"- თქვა მოქმედმა მოსამართლემ. 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე საქმის წარმოება კვლავ შეაჩერა და კონსტიტუციური წარდგინებებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა თვლის, რომ კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელები - ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ხანგრძლივი პატიმრობა და რამდენიმე წლით უფლებების ჩამორთმევა არ არის სამართლიანი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

შეგახსენებთ: 

  • მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები