ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა

15.12.25 21:24
ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა

ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეხვედრა პროდუქტიული იყო და მხარეებმა დეტალებზე ისაუბრეს. 

გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისთვის ამ რთულ და გადამწყვეტ პერიოდში, ომის დროს, ჩვენი დაცვისა და რუსეთის დარტყმების შემდეგ აღდგენის საქმეში, ნამდვილად ღირსეული მხარდაჭერაა ევროპაში. დღეს, აქ, ბერლინში, ჩვენ ჩავატარეთ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ბერლინი დღეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გადაწყვეტილებების ცენტრი. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს შეხვედრა იყო პროდუქტიული, დეტალებზე ბევრი ვისაუბრეთ. ჩვენი გუნდები მობილიზებულნი არიან, ყურადღება პრობლემების მოგვარებისკენ მიმართულია სერიოზულად," - განაცხადა ზელენსკიმ. 

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ "ს არის დანაშაულებრივი თავდასხმა ვლადიმირ პუტინის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ" და მათ უნდა გაამყარონ წინააღმდეგობის უნარი. 

ჩვენ უნდა გავამყაროთ ჩვენი წინააღმდეგობის უნარი, ჩვენი გამძლეობა. უნდა დავარქვათ სახელი, რაც ხდება: ეს არის დანაშაულებრივი თავდასხმა ვლადიმირ პუტინის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დღემდე.

ეს არის დანაშაულებრივი თავდასხმა ევროპული მშვიდობის სისტემაზე, ქალბატონებო და ბატონებო, ვინც ამაზე ჯერ კიდევ დაობთ, დააკვირდით, რა სიჩქარით აფართოებს რუსეთი თავის ჰიბრიდულ თავდასხმებს მთელი ევროპის ტერიტორიაზე, ასევე, რამდენად დაუნდობელია რუსეთი ყოველდღიურად უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობაზე განხორციელებულ დანაშაულებში," - თქვა ფრიდრიხ მერცმა. 

ცნობისთვის, უკრაინისა და აშშ-ის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბერლინში 14-15 დეკემბერს გაიმართა.

მსგავსი სიახლეები