ივანიშვილის მილოცვა პატრიარქს
ბიძინა ივანიშვილი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების იუბილეს ულოცავს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მილოცვაში წერს, რომ შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.
„48 წელია საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს.
შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, თითქმის ნახევარი საუკუნეა ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს.
ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს.