ტალიაშვილი ქმართან ერთად, აშშ-ში მიღებაზე გამოჩნდა
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტში შობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ფოტოზე რომელიც გავრცელდა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ქმართან ერთად აღბეჭდილი.
„აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, სახელმწიფო დეპარტამენტში შობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა“, – ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, OC Media-მ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სტატია, სადაც წერია, რომ თამარ ტალიაშილის ქმარი, სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იურიდიულ დახმარებას უწევს.
- OC Media-ს სტატიაზე კომენტარი ამ დრომდე არც თამარ ტალიაშვილს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებიათ.