კობახიძე საქართველოში ირანის ელჩს დაემშვიდობა

30.12.25 11:50
კობახიძე საქართველოში ირანის ელჩს დაემშვიდობა

"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს დაემშვიდობა. 

კობახიძის სამსახურის ცნობით, "ოცნების" პრემიერმა დიპლომატს საქართველოში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისა და ორმხრივ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო ერთგულად უჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.